Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი და სეპარატისტული მთიანი-ყარაბაღი შეტაკებების შესახებ იუწყებიან


აზერბაიჯანი და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღი ახალი შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 22 აგვისტოს ხუთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და 8 დაიჭრა კონფლიქტის ხაზის სიახლოვეს „სომხეთის არმიის დივერსიული აქტის“ მცდელობის შედეგად. დეფაქტო მთიანი ყარაბაღის ხელისუფლების ცნობით კი, განვლილი შაბათ-კვირის დროს აზერბაიჯანის არმიამ განახორციელა სომეხი ჯარისკაცების პოზიციების საარტილერიო დაბომბვა, რასაც მოჰყვა კონტრიერიში, რომლის შედეგადაც და 4 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 14-ი დაიჭრა. თუმცა, მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ დასტურდება დამოუკიდებელი წყაროებით. ბაქოს და ერევანს შორის მთიანი ყარაბაღის შესახებ დაპირისპირება 25 წელიწადია გრძელდება. 1990 წლის ომში სომხეთის მხარდაჭერილმა მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს უპირატესად სომხებით დასახლებულ რეგიონზე. ბრძოლების დროს დაახლოებით 30 ათასი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG