Accessibility links

ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა აფეთქების შედეგად


გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქების შედეგად ორი თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ინცინდენტი 24 აგვისტოს უპირატესად ქურთებით დასახლებულ ჰაკარის პროვინციის ქალაქ სემდინლისთან მოხდა. ეს არის მრავალთაგან ერთ-ერთი ბოლო თავდასხმა, რომელიც ქურთებსა და თურქეთს შორის ზავის პირობების დარღვევას მოჰყვა ივლისი ბოლოს, როდესაც თურქეთის ავიაციამ იერიშები მიიტანა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქურთ ექსტრემისტთა ბაზებზე.

XS
SM
MD
LG