Accessibility links

logo-print

დაპატიმრებული რადიო თავისუფლების ჟურნალისტი თურქმენეთში იზოლირებულია


თურქმენეთის ციხეში მყოფი რადიო თავისუფლების ჟურნალისტის დედა აცხადებს, რომ მას შვილთან არ უშვებენ. როგორც 24 აგვისტოს განუცხადა რაისინა ნეპესკულიევამ რადიო თავისუფლებას, საპატიმროს ხელმძვანელობამ უარი თქვა, რომ საფარმამედ ნეპესკულიევისათვის მიეცათ დაცვის აყვანის უფლება და პატიმარს არ გადასცეს ასევე დედის მიერ მიტანილი საჭმელი. რადიო თავისუფლების თურქმენეთის სამსახურის თანამშრომელი 35 წლის ნეპესკულიევი ივლისში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც კასპიის ზღვის კურორტ ავაზაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ნათესავებმა ის მახლობლად მდებარე საპატიმრო დაწესებულებაში აღმოაჩინეს. ჟურნალისტს ნარკოტიკების შენახვა ედება ბრალად. ჟურნალისტი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG