Accessibility links

logo-print

განთავისუფლებული ოპოზიციონერი ლუკაშენკოს ჩანაფიქრს განმარტავს


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 22 აგვისტოს გაათავისუფლა ექვსი პოლიტპატიმარი, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ მიკოლა სტატკევიჩი. პატიმრების გათავისუფლებას მიესალმა ამერიკაც და ევროკავშირიც, თავად ბელორუსიის ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ბელორუსიის ლიდერი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე „სუფთად გამოჩენას“ ცდილობს. „ხელისუფლებამ არჩევნები კარგად მოაგვარა. ახლა ოპოზიციას დიდი არჩევანი არა აქვს- ის ვერც ბოიკოტს გამოაცხადებს და ვერც რომელიმე კანდიდატს დაუჭერს მხარს. ამგვარად გაუგებარია, თუ რისი გაკეთება შეიძლება. ამიტომაც გამომიშვეს“, - აღნიშნა სტატკევიჩმა, რომელიც მიიჩნევს, რომ 11 ოქტომბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე პოლიტპატიმრების გათავისუფლება გავლენას ვერ მოახდენს.

XS
SM
MD
LG