Accessibility links

logo-print

რუსეთს დაევალა ნიდერლანდისათვის კომპენსაციის გადახდა "გრინპისის" გემის გამო


საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა ნიდერლანდს უნდა გადაუხადოს კომპენსაცია გარემოსდამცველ ორგანიზაცია "გრინპისის" მიერ გამოყენებული გემის 2013 წელს კონფისცირებისათვის. ჰააგაში დაფუძნებულმა საარბიტრაჟო სასამართლომ 24 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ნიდერლანდს ეკუთვნის კომპენსაცია ნიდერლანდის დროშით მცურავი ხომალდის, „არქტიკ სანრაიზისა“ და მასზე მყოფი პირებისათვის მატერიალური ზარალის მიყენების გამო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოგვიანებით განისაზღვრება, რა თანხა უნდა გადაიხადოს რუსეთმა. რუსეთმა გემის კონფისცირება მოახდინა 2013 წლის სექტემბერში, როცა „გრინპისის“ აქტივისტები აპროტესტებდნენ არქტიკაში ნავთობის ჭაბურღილის მუშაობას. დააკავეს აქტივისტები, ისევე როგორც ჟურნალისტები, რომლებიც საპროტესტო აქციას აშუქებდნენ - სულ 30-მდე ადამიანი. მათ თვეები დაჰყვეს რუსეთის ციხეებში და თავდებით იქნენ გათავისუფლებული 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე.

XS
SM
MD
LG