Accessibility links

logo-print

საფონდო ბირჟები აქციების გაიაფებით რეაგირებს ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელებაზე


მსოფლიო საფონდო ბირჟებზე მკვეთრად დაეცა აქციების ფასი ჩინეთში ეკონომიკური ზრდის შენელებით გამოწვეული შეშფოთების ფონზე. შეერთებული შტატების აქციების კურსის წამყვანი მაჩვენებელი, „დაუ ჯოუნსი“, 24 აგვისტოს აქციებით ვაჭრობის დაწყების შემდეგ ჯერ 5%-ზე მეტით გაუფასურდა, თუმცა მოგვიანებით გაძლიერდა და დღის ბოლოს სულ 0,8%-ით იყო შემცირებული. ლონდონში, პარიზსა და ფრანკფურტში მაჩვენებლები 4%-ზე მეტით შემცირდა. ინვესტორები შეშფოთებული არიან ჩინეთში - მსოფლიოში ეკონომიკურად სიდიდით მეორე ქვეყანაში - ეკონომიკური ზრდის შეფერხებით. აშშ-ის მაჩვენებლებით, ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 40 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც პირველად მოხდა 2009 წლის შემდეგ. ნავთობის გაუფასურება და ჩინეთთან დაკავშირებული შეშფოთება ზეწოლას ახდენს რუსულ რუბლზეც: მისმა კურსმა ერთ დოლართან მიმართებით 70,75-ს მიაღწია.

XS
SM
MD
LG