Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი


აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 25 აგვისტოს ძლიერი წვიმა და სეტყვა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, 25-26 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი, ზოგან - ძლიერი. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 25 აგვისტოს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 24-26 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა თანდათან დაიკლებს, დღეს - 25 გრადუსი; 26 აგვისტოს კი 20 გრადუსი იქნება. 27-დან 29 აგვისტომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პერიოდულად წვიმა შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა მოიმატებს და 33 გრადუსის ფარგლებში იქნება. 29 აგვისტოდან კი საქართველოში გამოიდარებს.

XS
SM
MD
LG