Accessibility links

logo-print

სპეციალურ ღონისძიებები გატარდება სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სპეციალურ ღონისძიებებს გაატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია სეტყვის შედეგად დაზიანებული ვენახებისა და მრავალწლოვანი ნარგავების გადარჩენა. შესაბამისად, ახალგაზრდა ვენახების თუ მრავალწლოვანი კულტურების შეძლებისდაგვარად აღდგენა-რეაბილიტაციისა და სრულმსხმოიარე ვენახების, ასევე, მრავალწლოვანი ნარგავების პროფილაქტიკის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტიქიის ზონების მოსახლეობას სპილენძის შემცველ პრეპარატებს გამოუყოფს. მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 აგვისტოდან მოსახლეობას, ვისაც მფლობელობაში 5 ჰა-მდე ფართობის ვენახი/მრავალწლოვანი ნარგაობა აქვს, რაიონებში არსებულ აგრომაღაზიებში 1 ჰა ფართობზე 65 ლარის ღირებულების პრეპარატების მიღება შეეძლებათ.

XS
SM
MD
LG