Accessibility links

logo-print

ბერუჩაშვილი: ჩვენი ქვეყნის დელეგაციას გაეროში წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი


გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, გაეროში საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილიც დაესწრება გენდერული განვითარების პრობლემატიკასთან დაკავშირებით გაეროს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას, რომელზეც ის ლიტვის პრეზიდენტმა მიიწვია. "მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გაიარა პროცედურით გათვალისწინებული რეგისტრაცია, ჩვენი ქვეყნის დელეგაციას გაეროში წარმოადგენს პრემიერ-მინისტრი. ის მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც პრემიერი, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია განვითარების სამიტთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შეაჯამებს იმ წარმატებებს, შედეგებს, რაც საქართველოს ათასწლეულის განვითარების პროგრამის ფარგლებში აქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ბერუჩაშვილმა.

XS
SM
MD
LG