Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში განხორციელებული ვანდალური ქმედებების გამო


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მკაცრად აკრიტიკებს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ პალმირაში უძველესი ტაძრის განადგურებასა და მისი მთავარი მეთვალყურის მკვლელობას. გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალური მდივანი შეშფოთებულია მიმდინარე ტერორისტული აქტებითა და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებების დარღვევის გამო. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ააფეთქეს უძველესი ტაძარი ბაალ-შამინი, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის მოხდა ეს ფაქტი სხვადასხვაა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ტაძარი ააფეთქეს კვირას, მაშინ როდესაც უფლებადამცველები და „ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიის ცენტრი“ ირწმუნება, რომ ეს ვანდალური აქტი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოხდა. ბან კი მუნი ასევე აღნიშნავს, რომ ის შეშფოთებულია 18 აგვისტოს ტაძრის მთავარი მეთვალყურის ხასედ ასაადის მკვლელობით. 81 წლის არქეოლოგი, რომელიც პალმირაში 50 წელი მუშაობდა მებრძოლებს ტყვედ ერთ თვეზე მეტი ჰყავდათ.

XS
SM
MD
LG