Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ადამიანი ემსხვერპლა ავღანეთში გაზის გადამზიდი მანქანის აფეთქებას


ავღანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 11 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი დაიღუპა ქალაქ ჰერატის შემოგარენში, ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება 24 აგვისტოს, გვიან მოხდა. დაშავებულია 18 პირი. როგორც იუწყებიან, აფეთქება მოხდა გაზის მიმწოდებელი კომპანიის ტერიტორიაზე, იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკთან ახლოს. ინტერნეტით გავრცელდა ფოტოები, რომელიც მასშტაბურ ხანძარს ასახავს. დაშავებულები ირანში გაგზავნეს მკურნალობისთვის, ზოგიერთ მათგანს სხეულის 90 პროცენტზე აქვს დამწვრობა. ჯერჯერობით გაურკვეველია აფეთქება უბედური შემთხვევა იყო თუ თავდასხმა ავღანეთის სიდიდით მესამე ქალაქზე.

XS
SM
MD
LG