Accessibility links

logo-print

რუსეთში გამოაცხადებენ უკრაინელი კინორეჟისორის განაჩენს


რუსეთის სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს განაჩენი გახმაურებულ პროცესზე, რომელზეც ყირიმში ტერორისტული თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით ასამართლებენ ცნობილ უკრაინელ კინორეჟისორს, ოლეგ სენცოვს. განსასჯელი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის ანექსირების წინააღმდეგ გამოდიოდა, 2014 წლის მაისში დააპატიმრეს, ყირიმში პრორუსულ ორგანიზაციებზე თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით. გასულ კვირაში პროკურორებმა მისთვის 23 წლით მოითხოვეს თავისუფლების აღკვეთა, ტერორისტული ჯგუფის შექმნის, თავდასხმების დაგეგმვის და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო მოპოვების ბრალდებების საფუძველზე. 39 წლის კინორეჟისორი ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. 19 აგვისტოს მან სასამართლოს განუცხადა „ოკუპანტების მიერ ჩატარებული პროცესი შეუძლებელია სამართლიანი იყოსო.“

XS
SM
MD
LG