Accessibility links

logo-print

აბაშიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულად მუშაობა


მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებულად მუშაობა, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა. მისივე თქმით, ლარის გაუფასურების ტენდენციის შესაჩერებლად საჭიროა უარყოფითი მოლოდინის განეიტრალება, რასაც ხელს შეუწყობს სწორედ მთავრობის და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა. “ვფიქრობ, გამოინახება გზები, რომ ლარის კურსის მერყეობა ერთი მხრივ, გონივრული, საბაზრო მექანიზმებით შეჩერდეს და მეორე მხრივ მოხდეს მნიშვნელოვანი დანაკარგების თავიდან აცილება“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა. გიორგი აბაშიშვილის თქმით, მთავრობისა და ეროვნულ ბანკის თანამშრომლობა გულისხმობს როგორც აუცილებელ, შეთანხმებულ მოქმედებებს, ისე კოორდინირებულ განცხადებებს.

XS
SM
MD
LG