Accessibility links

აშშ ევროპაში მაღალი კლასის გამანადგურებლებს განათავსებს


აშშ-ის შეიარაღებული ძალები ევროპაში განათავსებენ მეხუთე თაობის გამანადგურებლებს - F-22-ს, რათა გააძლიერონ ნატოს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეები, რომლებსაც აშფოთებს უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია - იტყობინება აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი, დებორა ლი ჯეიმსი. საჰაერო წარმოდგენების გარდა, ეს იქნება ამ ტიპის გამანადგურებლების ევროპაში განთავსების პირველი შემთხვევა. აშშ-ის საჰაერო ძალები უკვე იყენებს რადარებიდან დამალვის შესაძლებლობის მქონე F-22-ს, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე იერიშების მიზნით. „უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედება კვლავ რჩება ჩვენი და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მნიშვნელოვანი შეშფოთების საგნად“ - განაცხადა ჯეიმსმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის გენერლის, მარკ უელშ ჯეიმსის განცხადებით, F-22 გამანადგურებლების განთავსება ევროპაში აშშ-ის ძალებს საშუალებას მისცემს ევროპის მასშტაბით ჩაატაროს წვრთნები ნატოს ძალებთან ერთად და გამოსცადოს ამ გამანადგურებლების შესაძლებლობები კომუნიკაცია იქონიონ და საბრძოლო ოპერაციები აწარმოონ ევროპაში არსებული სხვა მაღალი კლასის თვითმფრინავებთან ერთად.

XS
SM
MD
LG