Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: ირანს სანქციები შესაძლოა მომავალ წელს მოეხსნას


ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფილიპ ჰემონდი აცხადებს, რომ ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესი შესაძლოა უკვე მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყოს. ჰემონდი ამ განცხადებით გამოვიდა სააგენტო როიტერსთან საუბარში, 24 აგვისტოს, თეირანში ვიზიტის დროს, რომლის ფარგლებშიც ირანში კვლავ გაიხსნა ბრიტანეთის საელჩო. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ სანქციების მოხსნამდე უნდა დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები, რაც უზრუნველყოფს ინვესტიციების შედინებას სანქციების მოხსნისთანავე. ჰემონდის თქმით, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ - რომელთანაც მან მოლაპარაკება გამართა - გამოავლინა დიალოგის მკაფიო სურვილი და ირანს სურს სუფთა ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობაბრიტანეთთან და დასავლეთთან.

XS
SM
MD
LG