Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი ამცირებს საპროცენტო განაკვეთს ეკონომიკის გაზრდისთვის


ჩინეთმა საპროცენტო განაკვეთი შეამცირა ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ცენტრალურმა ბანკმა 25 აგვისტოს განაკვეთი 0.25 პროცენტით შეამცირა და 4.6 პროცენტამდე დაიყვანა, საფონდო ბირჟებზე ორდღიანი მღელვარების შემდეგ. ასევე შეამცირეს იმ რეზერვების რაოდენობა, რომელიც ბანკებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკაში თანხების მიზიდვის მიზნით. ამ ნაბიჯმა გაზარდა ევროპის და აშშ-ის წილების საფასური. გაიზარდა ნავთობის ფასიც. ჩინეთის საფონდო ბირჟაზე დაცემის ციკლი ივნისში დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში აღრიცხული, ეკონომიკის სწრაფი ზრდის შემდეგ ჩინეთი შეფერხებებს განიცდის. ინვესტორები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ეს პროცესები გავლენას მოახდენს იმ ფირმებზე და ქვეყნებზე, რომლებიც დამოკიდებული იყვნენ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაში არსებულ მაღალ მოთხოვნაზე.

XS
SM
MD
LG