Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დოუ ჯონსი" 204 პუნქტით დაეცა


სამშაბათს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა ბაზრის ინდექსების მორიგი ვარდნით დასრულდა. "დოუ ჯონსის" ინდექსი 204 პუნქტით შემცირდა. ვაჭრობის დაწყებისას ინდექსი 442 პუნქტით გაიზარდა. ამის მიზეზი, როგორც ანალიტიკოსებმა განმარტეს, იყო ცნობა იმის შესახებ, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ უფრო შეამცირა. ოპტიმისტური განწყობა სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე აქციების კურსი მკვეთრად დაეცა. ვაჭრობის წარუმატებელმა დასასრულმა გააძლიერა ინვესტორების მოლოდინი, რომ აქციების ვარდნა გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG