Accessibility links

logo-print

საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი


საქართველოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. ის ორდღიანი ვიზიტისას შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილს და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრებისას განიხილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების სრული სპექტრი, უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ შესრულების მიმდინარეობა და ვარშავის 2016 წლის სამიტისთვის მზადება. 27 აგვისტოს კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაფუძნების ცერემონია.

XS
SM
MD
LG