Accessibility links

logo-print

უზბეკ იმამზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი შვედეთს გადასცეს


უზბეკი ეროვნების პირი, რომელიც შვედეთში უზბეკეთის რეჟიმის მიმართ კრიტიკულ იმამს თავს დაესხა, სტოკჰოლმში ჩაიყვანეს მას მერე, რაც ის რუსეთმა შვედეთის მთავრობას გადასცა იანვარში, მოსკოვში დაპატიმრების შემდეგ. ეს განაცხადა შვედმა პროკურორმაკრისტერ პეტერსონმა. იმამმა ნაზაროვმა შვედეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი 2006 წელს. ის უზბეკეთიდან გაიქცა 1998 წელს. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იმამი იყო უზბეკეთში და პრეზიდენტ ქარიმოვის სამიზნე გახდა. თავდამსხმელმა, რომლის ვინაობა შვედებით კანონის თანახმად, არ ქვეყნდება, იმამს თავში იესროლა, მაგრამ მხოლოდ დაჭრა. თუმცა, იმამს დაუზიანდა ტვინი.

XS
SM
MD
LG