Accessibility links

ლეონიდ თიბილოვი: სამხრეთი ოსეთი მის სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან ურთიერთობით ამაყობს


სამხრეთი ოსეთი მის სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთთან ურთიერთობით ამაყობს - ამის შესახებ რუსულ რადიოსადგურთან, „მოსკოვსკი კომსომოლეცთან“ ინტერვიუში განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა. მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო 2015 წლის 18 მარტიდან, როცა მოსკოვმა და ცხინვალმა ხელი მოაწერეს „თანამშრომლობის და ინტეგრაციის ხელშეკრულებას.“ ამავე ინტერვიუში თიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველომ, სადაც დღესაც, ფაქტობრივად, ისეთივე განწყობაა, როგორიც 2008 წლამდე იყო, უნდა მოინანიოს და სამხრეთ ოსეთს მისცეს გარანტია, რომ 2008 წლის აგვისტოს მსგავსი მოვლენები აღარ განმეორდება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, თუ საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების ხელმოწერას არ დათანხმდება, მასთან არანაირ ურთიერთობას და მოლაპარაკებას სამხრეთი ოსეთი არ დათანხმდება. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, საქართველო ახალ რეალობას უნდა შეეგუოს და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს.

XS
SM
MD
LG