Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ორი სამხედრო მოკლეს


ავღანეთში ამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურის უნიფორმაში ჩაცმულმა პირებმა ნატოს ორი სამხედრო მოკლეს. თავდასხმა მოხდა სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში. ალიანსის თანახმად, თავდამსხმელებმა, რომლებიც ადგილზე გაანადგურეს, ცეცხლი გაუხსნეს სამხედრო მანქანას ბაზის ტერიტორიაზე. როცა ალიანსელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, მათი ორი ამხანაგი უკვე მკვდარი იყო. ავღანელი ჯარისკაცების და პოლიციელების თავდასხმა ნატოს სამხედროებზე უდიდესი პრობლემაა ბოლო წლებში. ჰელმანდის ინციდენტი პირველი ასეთი შემთხვევა იყო აპრილის შემდეგ. ნატომ დაადასტურა მომხდარი, მაგრამ არ გაუმხელია დახოცილების წარმომავლობა. თალიბანს პასუხისმგებლბა მომხდარზე არ უკისრია.

XS
SM
MD
LG