Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადიჯა ისმაილოვას სასამართლოს სხდომა გადაიდო


ბაქოს სასამართლომ გადადო მორიგი სხდომა, რომელზეც გამომძიებელ-ჟურნალისტის, რადიო თავისუფლების ყოფილი თანამშრომლის, ხადიჯა ისმაილოვას საქმე განიხილება. სხდომა 31 აგვისტოს გაიმართება. ის გადაიდო მას მერე, რაც ისმაილოვას ადვოკატმა, ფარიზ ნამაზლიმ სასამარლოს ახალი განხილვის დანიშვნა მოთხოვა. გასულ კვირას პროკურატურამ ისმაილოვასთვის ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა.მას მოუხსნეს ერთი მძიმე, მაგრამ ძალაში დატოვეს მიტაცების, გადასახებისთვის თავის არიდების და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებები. ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად არის მოტივირებული. ისმაილოვა იკვლევდა პრეზიდენტის და მისი ოჯახის წევრების ეკონომიკურ საქმიანობას. მისი დაპატიმრება დაგმეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა და დასავლეთის ქვეყნებმა.

XS
SM
MD
LG