Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში სტუმრადაა ეგვიპტის პრეზიდენტი


26 სექტემბერს მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრებს მართავს ეგვიპტელი კოლეგა აბდელ ფათაჰ ალ-სისი. გასულ კვირებში მოსკოვმა უმასპინძლა არაერთ ახლო აღმოსავლელ ლიდერს. კრემლი ცდილობს თავისი როლი გაზარდოს სირიის კონფლიქტში და ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებთან ბრძოლაში. კრემლმა განაცხადა, რომ პუტინს და ალ-სისი საუბრის თემა ვითარებაა ახლო-აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ აფრიკაში. რუსეთის მედიის თანახმად, ხელს მოაწერენ დოკუმენტს რუსეთის სახელმწიფო ბირთვულ კომპანია როსატომთან, რომლის მეოხებითაც ეგვიპტეში პირველი ბირთვული რეაქტორი უნდა აიგოს.

XS
SM
MD
LG