Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ორი ჟურნალისტი პირდაპირი ეთერის დროს მოკლეს


აშშ-ის აღმოსავლეთში, შტატ ვირჯინიაში, პირდაპირი ეთერის დროს ესროლეს ორ ჟურნალისტს და მოკლეს. მათი მაუწყებელი, WDBJ იტყობინება, რომ ელისონ პარკერი და ადამ უორდი დახოცეს, როცა ისინი პირდაპირ ეთერში ინტერვიუს იწერდნენ ბედფორდ კაუნტიში, სავაჭრო ცენტრში. ინციდენტის ვიდეოზე ჩანს, როგორ ესაუბრება რეპორტიორი ქალი რესპონდენტს, როცა ისმის სროლის ხმა. კამერა, ჩანს, ძირს ეცემა. ისმის რეპორტიორის ყვირილის ხმა. რესპონდენტი ქალი გადარჩა, თუმცა მას საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. აშშ-ის მედიის თანახმად, ეჭვმიტანილმა, მას მერ, რაც სავარაუდოდ, მომხდარის ვიდეოჩანაწერი სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა, თავის მოკვლა სცადა. ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ეჭვმიტანილი, ვინმე ვესტერ ფლენეგენი, სავარაუდოდ არის WDBJ-ის განაწყენებული ყოფილი თანამშრომელი. ცნობით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

.

XS
SM
MD
LG