Accessibility links

logo-print

ირანი აშშ-ს მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებული ირანელები


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარზიე აფხამმა განაცხადა 26 აგვისტოს, რომ აშშ-ის მთავრობას და მართლმსაჯულების უწყებებს მოვუწოდებთ, დაასრულონ ირანელების პატიმრობაო. ეს მოწოდება მოჰყვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჰასან ყაშყავის განცხადებას, რომ ისლამური რესპუბლიკა არ გეგმავს ვაშინგტონ პოსტის დაკავებული რეპორტიორი ჯეისონ რეზაიანი გაცვალოს აშშ-ში დაპატიმრებულ ირანელებზე. 39 წლის რეზაიანი ირანში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით. საკუთრივ გაზეთი, აშშ, მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციები უცხოეთში გმობენ მისი დაპატიმრებას. ათ აგვისტოს, როცა რეზაიანის პროცესის ბოლო სხდომა გაიმართა, მისმა ადვოკატმა თქვა, რომ განაჩენს ერთ კვირაში ველითო.

XS
SM
MD
LG