Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ხანძარმა სამშენებლო მასალები გაანადგურა


26 აგვისტოს, ღამით თბილისში, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე, ყოფილი კიროვის ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი 4 000 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად დაიწვა სამშენებლო მასალების საწყობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზები დგინდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ცეცხლის წაკიდებით დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

XS
SM
MD
LG