Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ტოიოტა“ წარმოების განახლებას იწყებს


კომპანია „ტოიოტამ“ ჩინეთის პორტ ტიანცზინში თავისი ქარხნების თანდათანობითი ამუშავების შესახებ განაცხადა. ქარხნები იმ ზონაში მდებარეობს, სადაც აგვისტოს შუა რიცხვებში რამდენიმე აფეთქებამ 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როგორც კომპანია იუწყება ხუთშაბათს, წარმოების ამუშავებამდე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. „ტოიოტას“ ცნობით, აფეთქებებისას კომპანიის 67 თანამშრომელი დაშავდა. ისინი აფეთქების ადგილებიდან მოშორებით ცხოვრობდნენ. აფეთქებების შედეგად დაზიანდა ასევე ათასობით ახალი ავტომობილი. აფეთქების დღეს კომპანიის თანამშრომლები ერთკვირიან შვებულებაში იმყოფებოდნენ.

XS
SM
MD
LG