Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო ითხოვს ქონების დაცვას ყირიმში


უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში უკრაინის ქონებრივი უფლებების დაცვის შესახებ. განკარგულებაში საუბარია უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის პროცესში მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაუყოვნებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე. როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, კიევი აპირებს დაიცვას თავისი ქონებრივი უფლებები სამხედრო ნაწილებსა და სხვა სამხედრო ქონებაზე, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სისტემებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, თევზსაჭერ გემებსა და სხვა ობიექტებზე.

XS
SM
MD
LG