Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას განცხადებით, ნატო-საქართველოს ცენტრის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია


ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და პროფესიული არმიის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული ერთ-ერთი ყველაზე ეტაპობრივი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია - განუცხადა ჟურნალისტებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მან იმედი გამოთქვა, რომ გაგრძელდება ნატოს უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ სხვა პირობების შესრულებაც და საქართველო უფრო დაცული გახდება.

XS
SM
MD
LG