Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის განცხადებით, ერთობლივი ცენტრი აამაღლებს ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს


„ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობა არ იქნება მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ”, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით,ერთობლივი ცენტრი აამაღლებს ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმს და რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის და მშვიდობის განმტკიცების სამსახურში იდგება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას განხილული იყო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება, რეფორმების მიმდინარეობა და უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ შესრულების საკითხი. „შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ის შეუფერხებლად და სწრაფი ტემპით მიმდინარეობს”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ნატოს გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და მადლობა გადაუხადა ქვეყნისტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და აღდგენის საკითხებში გამოთქმული მხარდაჭერისთვის.

XS
SM
MD
LG