Accessibility links

წუხელ აღმოსავლეთ უკრაინაში 7 სამხედრო დაიღუპა


უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით წუხელ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში 7 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 13 დაიჭრა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ალექსანდრ მოტუზიანიკის თქმით, განვლილ დღე-ღამეში აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ჰქონდა ადგილი მარიუპოლის მიმართულებაზე და დასახლებულ პუნქტ მარინკასთან, სადაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG