Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ნატოს გენერალური მდივანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები ესწრებოდნენ. „ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნით, საქართველო გახდება უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან და ნატოს უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი საქართველოში. ცენტრი დაეხმარება საქართველოს, რათა გააგრძელოს უფრო მოდერნიზებული და 21 საუკუნის გამოწვევებისათვის გასამკლავებლად ბრძოლისუნარიანი შეიარღებული ძალებისა მშენებლობა. მაგრამ ეს ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს სამხედრო ძალებს დაეხმარება. იგი თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად. და ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოსა და სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. სხვადასხვა სახის წვრთნების ჩატარების მიზნით, ცენტრი საქართველოში არსებულ ყველა საწვრთნელ ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობას გამოიყენებს. პროექტის განხორციელებას, ქართველ კოლეგებთან ერთად, ნატო-ს წევრი ქვეყნების, კერძოდ, დანიის, ლატვიის, ლიტვისა და ნორვეგიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

XS
SM
MD
LG