Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 მიგრანტის გვამი იპოვეს ავსტრია-უნგრეთის საზღვარზე


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მთელი ევროპისათვის სახიფათო უწოდა სულ მცირე 20 მიგრანტის გვამის აღმოჩენას ავსტრიის ტერიტორიაზე. გარდაცვლილი მიგრანტების გვამები სატვირთო მანქანაში უნგრეთის საზღვართან ახლო იპოვნეს, ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, შესაძლოა მანქანაში 50-მდე ადამიანის გვამი იყოს. ვენაში დასავლეთ ბალკანეთისა და ევროკავშირი ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს ანგელა მერკელმა შეხვედრის მონაწილეებს ევროპაში მიგრანტების პრობლემას „სწრაფი და ევროპული სოლიდარობის სულისკვეთებით მოწესრიგებისაკენ“ მოუწოდა. მან ასევე გააფრთხილა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იმ „უზარმაზარი გამოწვევების“ თაობაზე, რასაც ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ევროპისკენ თავშესაფრის საძებნელად მიმავალი ათობით ათასი მიგრანტი წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG