Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი 10%-ზე მეტით გაიზარდა


27 აგვისტოს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 10 პროცენტზე მეტით გაიზარდა და ერთ ბარელზე 47 დოლარი და 56 ცენტი შეადგინა. ეს არის ერთ დღეღამეში ნავთობის ფასის ყველაზე მკვეთრი ზრდა ბოლო ექვსწელიწადნახევრის განმავლობაში. აშშ-ში დასავლეთტეხასური ნავთობის ფასი 8 პროცენტით გაიზარდა. ბოლო რამდენიმე დღეა ნავთობის ფასი ქვედა ზღვარზე - ბოლო 6-7 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე მერყეობდა. ნავთობზე ფასის ზრდის ძირითად მიზეზად სახელდება აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვა. ბოლო გაანგარიშებით, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, აშშ-ის ეკონომიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შეადგინა 3,7% - წლიური გათვლით და არა 2,3%, როგორც ადრე იყო ნავარაუდევი. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ შემცირდა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად განაცხადების რაოდენობა, რაც ადასტურებს აშშ-ში სამუშაო ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.

XS
SM
MD
LG