Accessibility links

logo-print

ლიბიის სანაპიროსთან ასობით მიგრანტი დაიღუპა


"ბიბისი"-ს ცნობით, ვარაუდობენ, რომ ასეულობით ადამიანი დაიღუპა ლიბიის სანაპიროსთან, ზუვარასთან ორი გემის ჩაძირვის შედეგად. ერთზე, რომელმაც დახმარება ხუთშაბათს დილით ითხოვა, თითქმის 50 ადამიანი იმყოფებოდა. მეორე გემით, რომელიც გადატვირთული იყო მიგრანტებით, დაახლოებით 400 ადამიანი მგზავრობდა. მეორე გემი გაცილებით გვიან ჩაიძირა. ხელისუფლების ცნობით, 201 ადამიანის შველა მოხერხდა სანაპირო დაცვის მიერ, თუმცა ბევრი ადამიანი ამობრუნებულ გემში გამომწყვდეული აღმოჩნდა. ტრიპოლიდან დასავლეთით, საბრათაში არალეგალური მიგრანტებისთვის განკუთვნილ დაკავების ობიექტში, „როიტერზის“ ინფორმაციით, 147 ადამიანი მიიყვანეს. „ბი-ბი-სის“ ადგილობრივმა მცხოვრებმა აცნობა, რომ სულ ცოტა 100 გვამი მიიტანეს ზუვარის საავამდყოფოში. იმავე წყაროს თანახმად, მსხვერპლთა შორის იყვნენ მიგრანტები სირიიდან, ბანგლადეშიდან და სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნებიდან. გაეროს ინფორმაციით, დაახლოებით 2400 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვით ევროპამდე მიღწევის მცდელობისას. 100 ათასზე მეტმა მიაღწია იტალიას, კიდევ 160 ათასმა საბერძნეთი გადაკვეთა.

XS
SM
MD
LG