Accessibility links

logo-print

"ფეისბუკზე" ერთ დღეღამეში შესულთა რაოდენობამ მილიარდს მიაღწია


სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ერთ დღეში შესული ადამიანების რაოდენობამ პირველად მიაღწია მილიარდს. „ფეისბუკის“ შემქმნელ მარკ ცუკერბერგის განცხადებით, 24 აგვისტოს „ფეისბუკზე“ რეგისტრირებული მილიარდი ადამიანი შევიდა საიტზე. ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ამ დღეს დედამიწაზე მცხოვრები ყოველი მეშვიდე ადამიანი შევიდა „ფესიბუკზე“. „ფეისბუკზე“ დაახლოებით მილიარდნახევარი ანგარიშია რეგისტრირებული. ყოველი მათგანი თვეში ერთხელ მაინც იყენებს „ფეისბუკს“.

XS
SM
MD
LG