Accessibility links

logo-print

ამერიკელი ექსპერტები წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთს შეისწავლიან


დღეს საქართველოს ეწვევიან ამერიკელი ექსპერტები, რომლებიც 13 ივნისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებულ, წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთს შეისწავლიან. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ამერიკელი სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე გადაწყდება არსებული გზის აღდგენის, ან ალტერნატიული საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი. ამავე სამინისტროს განმარტებით, წყნეთი-სამადლოს გზის მონაკვეთი პრობლემურია, რადგან მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს და მხოლოდ საერთაშორისო ექსპერტების სრულფასოვანი დასკვნის საფუძველზე გახდება შესაძლებელი კონკრეტული პროექტის შემუშავება.

XS
SM
MD
LG