Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიაში სატვირთო მანქანაში 71 მიგრანტის გვამი აღმოაჩინეს


ავსტრიისა და უნგრეთის საზღვართან მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 71 მიგრანტის გვამი აღმოაჩინეს - მათ შორის 4 ბავშვის და 8 ქალის - ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრიის პოლიციამ გაავრცელა. მათივე თქმით, 28 აგვისტოს უნგრეთში ამ საქმესთან დაკავშირებული სამი ადამიანი დააკავეს. მანქანა 27 აგვისტოს იპოვეს მთავარ გზაზე, რომელიც ვენასა და ბუდაპეშტს აერთებს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ამ აღმოჩენამ შეძრა ევროპელი ლიდერები, რომლებიც ვენაში მიგრანტების კრიზისს განიხილავენ. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ კი თქვა, იმედია ტრაგედია უბიძგებს ევროპის ქვეყნებს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ და პასუხისმგებლობა გაიზიარონო.

XS
SM
MD
LG