Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ყოფილ დეპუტატს სტაროვოიტოვას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 17 წელი მიუსაჯეს


მიხეილ გლუშჩენკოს, ყოფილ დეპუტატს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მისი როლისთვის 1998 წელს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, გალინა სტაროვოიტოვას მკვლელობის საქმეში. განაჩენი პეტერბურგის სასამართლომ 28 აგვისტოს გამოაცხადა. სტაროვოიტოვას მკვლელობის საქმეში გლუშჩენკოს ბრალი 2013 წელს დასდეს. გალინა სტაროვოიტოვა - ცნობილი რეფორმატორი პოლიტიკოსი და უმცირესობათა უფლებების დამცველი აქტივისტი - სანქტ-პეტერბურგში მოკლეს 1998 წლის ნოემბერში. 2005 წლის ივნისში სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა პირს, რომელიც მკვლელობის ორგანიზატორად ცნეს. 23,5 წლიანი პატიმრობა შეეფარდა მკვლელობის შემსრულებელს.

XS
SM
MD
LG