Accessibility links

logo-print

„ისლამური სახელმწიფოსგან“ ძეგლების გადარჩენის მიზნით შეიმუშავებენ ციფრულ პროექტს


ჰარვარდის და ოქსფორდის უნივერსიტეტების არქეოლოგები აპირებენ ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობას დაურიგონ აპარატები, რომლებიც სამგანზომილებიან სურათებს იღებს, რათა შეეცადონ კულტურის უძველესი ობიექტების და არტეფაქტების „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხისგან გადარჩენას. ათასობით პირს მიმართავენ თხოვნით იაფფასიანი აპარატებით გადაიღონ სამგანზომილებიანი ფოტოები, რომლებიც გაერთიანდება დიგიტალური არქეოლოგიის ინსტიტუტის პროექტში. ფოტოები ავტომატურად აიტვირთება მონაცემთა ბაზაში და შემდეგ ეტაპზე კონსერვაციის სპეციალისტები 3D ბეჭდვის ტექნოლოგიას გამოიყენებენ დაზიანებული შენობების და არტეფაქტების ასლების ასაგებად. პროექტი, რომლის ღირებულება 3 მილიონი დოლარია, გამოცხადდა რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა სირიის ქალაქ პალმირაში გაანადგურეს თითქმის 2000 წლის წინ აგებული ტაძარი. პროექტის აღმასრულებელი დირექტორის, როჯერ მიჩელის თქმით, „ჩვენი წარსულის მონაცემების დიგიტალურ სივრცეში განთავსებით ის სამუდამოდ იქცევა ხელმიუწვდომლად ვანდალების და ტერორისტებისთვის“.

XS
SM
MD
LG