Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თალიბანის“ თავდასხმისას 8 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა


სულ მცირე პოლიციის რვა თანამშრომელი დაიღუპა და 15 დაიჭრა აღმოსავლეთ ავღანეთში, ექსტრემისტების მიერ მოწყობილ რამდენიმე თავდასხმის შედეგად. ღაზნის პროვინციის ანდარისა და ყარაბაღის რაიონებში პოლიციელთა საგუშაგოებზე განხორციელებულ იერიშებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. მიმდინარე თვე ექსტრემისტებმა გააქტიურეს თავდასხმები პოლიციელთა საგუშაგოებზე, რის გამოც იზრდება დაღუპულ პოლიციელთა რიცხვი. ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშით ღაზნის პროვინციაში გაანადგურეს 16 ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG