Accessibility links

ქრთამის აღების ფაქტზე სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი დააკავეს


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის" განყოფილების უფროსი, დავით ღვინიაშვილი დააკავა. როგორც ინტერპრესნიუსს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ხელსაყრელი პირობების შექმნისათვის ბრალდებულმა მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით მოსთხოვა 6 000 ლარი. თანხის ნაწილის, 2 000 ლარის აღების შემდეგ ღვინიაშვილი დაკავებული იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

XS
SM
MD
LG