Accessibility links

logo-print

კობზონი აშშ-თან დიპლომატიური ურთიერთობის შეჩერებას ითხოვს


რუსმა მომღერალმა და რუსეთის პარლამენტის წევრმა იოსიფ კობზონმა განაცხადა, რომ იგი მიზანშეწონილად მიიჩნევს დიპლომატიური ურთიერთობები შეჩერებას აშშ-თან, რომელმაც ნიუ-იორკში ჩასასვლელად მხოლოდ შეზღუდული ვიზა მისცა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს ვალენტინა მატვიენკოს. „მე შევაჩერებდი დიპლომატიურ ურთიერთობას, რათა ყველა ამერიკელი დაფიქრდეს, რომ ჩვენთან ასეთი მოქცევა არ შეიძლება, რუსეთთან ხუმრობა არ შეიძლება. არსებობს რუსი ხალხი, თავისუფლების და საკუთარი სამშობლოს მოყვარული ხალხი, და ჩვენთან ხუმრობას მე არავის ვურჩევდი,“- განაცხადა „რუსულ რადიოსთან“ ინტერვიუში კობზონმა, რომელიც იმ რუს პოლიტიკოსთა შორისა, რომელიც აშშ-მა „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო.

XS
SM
MD
LG