Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლანდმა, მერკელმა და პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს


აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე სამი ქვეყნის ლიდერებმა - ფრანსუა ოლანდმა, ანგელა მერკელმა და ვლადიმერ პუტინმა 29 აგვისტოს ტელეფონზე ისაუბრეს. უკრაინის ხელისუფლებისა და პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წარმომადგენლებმა 26 აგვისტოს მიაღწიეს შეთანხებას, რომ შეწყვეტენ ყოველგვარ საბრძოლო მოქმედებებს 1 სექტემბრისათვის, როდესაც მთელი უკრაინის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი იწყება. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, საუბრის დროს სამი ქვეყნის ლიდერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სასარგებლო იქნებოდა რომელიმე მომდევნოს კვირას სამიტის გამართვა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მონაწილეობით.

XS
SM
MD
LG