Accessibility links

ავღანეთის არმიამ აღადგინა კონტროლი მუსა ყალაზე


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინეს კონტროლი ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან მუსა ყალას ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, რომელიც 26 აგვისტოს დაიკავეს თალიბანის სამხედრო ჯგუფებმა. ოფიციალური ცნობების თანახმად, ოპერაციის დროს, რომელსაც უშუალოდ ავღანეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი ხელმძღვანელობდა, 200 ექსტრემისტი დაიღუპა. ავღანეთის თალიბანმა მუსა ყალას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი 26 აგვისტოს ერთკვირიანი მძიმე ბრძოლის შედეგად დაიკავა. ეს არეალი ავღანეთის ოპიუმის ყაყაჩოს წარმოების ცენტრია და მისი დაკავება თალიბანმა არაერთხელ სცადა.

XS
SM
MD
LG