Accessibility links

logo-print

შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა პაკისტანის აეროპორტში ორი კაცი მოკლეს


ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა, რომელთა რაოდენობა სავარაუდოდ რამდენიმე ათეული იყო, ორი კაცი მოკლეს 30 აგვისტოს დილით სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანის მშფოთვარე გვადარის რაიონში მდებარე ჯივანის აეროპორტზე იერიშის შედეგად. ერთ-ერთი მოკლული, რომლის გვამიც მოგვიანებით იპოვნეს, აეროპორტის ინჟინერი იყო. აღნიშნული თავდასხმის ფონია პაკისტანის ხელისუფლების მიერ სამი დღის წინ გაცემული ბრძანება, რომლის თანახმად უსაფრთხოების მომეტებული ზომები გამოცხადდა ქვეყნის ცენტრალურ და პროვინციულ აეროპორტებში. პაკისტანის აეროპორტები ექსტრემისტები მხრიდან თავდასხმების მთავრი ობიექტია, რადგან სწორედ ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ხორციელ ედება საავიაციო იერიშები ექსტრემისტების ბაზებზე. ივნისის ბოლოს პაკისტანის თალიბანის მოიერიშეებმა თავდასხმა განახორციელეს კარაჩის აეროპორტზე და დახოცეს 27 კაცი.

XS
SM
MD
LG