Accessibility links

ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები მიგრაციაზე იმსჯელებენ


ევროკავშირის ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრები 14 სექტემბერს ბრიუსელში მიგრაციის პრობლემაზე იმსჯელებენ იმ გართულებული ვითარების ფონზე, რაც ევროპაში დევნილთა ნაკადის ზრდითაა განპირობებული.

კვირას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთი, რომელმაც სერბიის საზღვართან მავთულხლართებიანი ბარიერი გაავლო. მისი შეფასებით, ეს ერთიან ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის.

წელს ევროპაში მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ცდილობს მოხვედრას. გაეროს თანახმად, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის საზღვარი 300 000-მა დევნილმა გადაკვეთა, ძირითადად აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან.

XS
SM
MD
LG