Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი აღიარებს, რომ მალავდა ლიდერის სიკვდილს


თალიბანმა 31 აგვისტოს აღიარა, რომ ორ წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში მალავდა ლიდერის, მოლა ომარის სიკვდილის ფაქტს და დაადასტურა, რომ ის 2013 წელს გარდაიცვალა, როგორც ეს ავღანეთის დაზვერვამ გამოაცხადა პირველად. ექსტრემისტული დაჯგუფება ამ წლის ივლისის ჩათვლით ავრცელებდა განცხადებებს მოლა ომარის სახელით - რომელიც საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც 2001 წელს ქაბულში დაემხო თალიბანის ხელისუფლება. თალიბანის განცხადება პირველად ასახელებს მოლა ომარის გარდაცვალების ზუსტ თარიღს - 2013 წლის 23 აპრილს. თალიბანის ლიდერის შემცვლელად მოლა მანსური დასახელდა, რომლის ბიოგრაფიაშიც ნათქვამია, რომ თალიბანის და რელიგიის სწავლულების უზენაესმა მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა ფართო საზოგადოებისგან დაემალა მოლა ომარის გარდაცვალება. იქვე ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი იყო ნატოს განცხადება, რომ ავღანეთში 2014 წლის ბოლოსთვის დაასრულებდა საბრძოლო მისიას.

XS
SM
MD
LG