Accessibility links

logo-print

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარმოადგინა. ოქტომბერში დანიშნულ მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოში კენჭს იყრის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე, თამარ ხიდაშელი, ხოლო მარტვილში - ყოფილი დიპლომატი სოსო დანელია. მარტვილსა და საგარეჯოს პარლამენტში საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატები არ ჰყავს. მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, ხოლო საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი გახდა.

XS
SM
MD
LG