Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალაიზიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს


მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ნაჯიბ რაზაკიმ უარი განაცხადა, თანამდებობა დაეტოვებინა დემონსტრანტების მოთხოვნის გამო. საპროტესტო აქციის მონაწილეები მას კორუფციაში ადანაშაულებენ. გასულ უქმეებზე ქვეყნის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათი აღშფოთების მიზეზი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალაიზიის პრემიერ-მინისტრის საბანკო ანგარიშზე უცნობი სპონსორებისგან გადარიცხული 700 მილიონი დოლარი ირიცხებოდა. თავად პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს ლახავს.

XS
SM
MD
LG